დღეს, 28 თებერვალს, კუს ტბის ასასვლელთან აღმართის ჩქაროსნულ დაძლევაში საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის სპორტული კალენდრით გათვალისწინებული პირველი ეტაპი იმართება.
2010 წლის ავტოსპორტული ღონისძიებები გამორჩეული იქნება იმით, რომ წელს საქართველოში დაიწყება ახალი კამპანია "გავამწვანოთ ავტომობილი" (Mაკე ჩარს Gრეენ), რაც ავტომობილის გამონაბოლქვისგან გარემოს დაცვას ემსახურება. კამპანია ხორციელდება საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ფონდის (Fია Fოუნდატიონ) მხარდაჭერით.
კამპანიის კოორდინატორი საქართველოში არის "საქართველოს მწვანე ავტოკლუბი".
შეჯიბრის შუალედში გათვალისწინებულია მრბოლელების ფოტოსესია, რომელიც ეძღვნება კამპანიის მხარდაჭერას.