ღონისძიების ოფიციალური გახსნის ღონისიძება ხვალ 15 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროში გაიმართება. მოწვეულ სტუმართა და მედიის წარმომადგენელთა რეგისტრაცია დაიწყება 09:30 საათზე-ზე - ოფიციალური გახსნის ღონისძიება 10:00 საათზე.ღონისძიება გაგრძელდება 12:00 საათამდე.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბ.ნ. გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში ქ.ნ. მარინე მიზანდარი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ბ.ნ. მერაბ ბოჭოიძე, საქართველოსი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი, იტალიის ელჩი ქ.ნ. ფედერიკა ფავი და დანიის სამეფოს საპატიო კონსული ბ.ნ. ესბენ ემბორგი.
ასევე თბილისში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი კულტურული მემკვიდრეობის სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციები, სფეროს დაინტერესებული პირები - საპატრიარქოს წარმომადგენლები.