ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ, 2009 წელს ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ალექსანდრე ჭოლაძის მეუღლე შორენა ჩუბინიძე შიმშილობას იწყებს.
როგორც დაკავებულის მეუღლემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მისი მეუღლე საპყრობილეში ამ დრომდე უკანონოდ ზის და ის სასჯელს არ ჩადენილ დანაშაულში იხდის.
„ჩემს მეუღლეს მიუსაჯეს 11 წელი არ ჩადენილ დანაშაულში. მოვითხოვ პარლამენტარებმა გადახედონ ჩემი მეუღლის საქმეს და აღიარონ, რომ ის უდანაშაულოა. დაზარალებულიც აცხადებს, რომ ჩემი ქმარს ის არ დაუყოჩაღებია. თუ უახლოეს დღეებში არ დადგინდა ჩემი მეუღლის უდანაშაულობა, უვადო შიმშილობას დავიწყებ,"-ამბობს პატიმრის მეუღლე შორენა ჩუბინიძე.
მასალის გამოყენების პირობები