აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ერთჯერადი მატერიალური დახმარება 100 წელს გადაცილებულ კიდევ 5 მოქალაქეს გადასცა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრძელდება 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიზნობრივი პროგრამა. მიდინარე წლის ივლისში 100 წელი ქობულეთის, ხელვაჩაურის, ბათუმის და ხულოს მუნიციპალიეტში მცხოვრებ 5 ქალბატონს შეუსრულდა. შესაბამისად სამინისტრომ თითოეულ მათგანს ერთჯერადი დახმარება 500 ლარი ოდენობით გადასცა.
მიმდინარე თვეში ერთჯერად მატერიალურ დახმარებას კიდევ 3 მოქალაქე მიიღებს. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში დღემდე თანხა გაცემულია 100 წელს გადაცილებულ 53 მოქალაქეზე.
მასალის გამოყენების პირობები