# 26 ხაზის მიკროავტობუსის მძღოლებმა მუშაობა აღადგინეს. ამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს" კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსიდან" აცნობეს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პარალელურად სამუშაო რეჟმში მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება.
შეგახსენებთ, რომ #26 მიკროავტობუსის მძღოლები დღეს დილიდან გაიფიცნენ. მძღოლები ყოველდღიური გადასახადის შემცირებასა და მგზავრობის ტარიფის 80_თეთრიდან 60 _თეთრამდე შემცირებას ითოვენ.