საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდი დღის ბოლომდე შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის უფროსმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა, ხვალიდან გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.
,,წვიმიანი ამინდი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება. ხვალ დღის პირველ ნახევარში ასევე ველოდებით მცირე წვიმას, მაგრამ დღის მეორე ნახევრიდან გამოდარებს და ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სვეტა ნიორაძემ.