11 ივლისს 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორიენტალისტიკის დარბაზში აზერბაიჯანული წიგნის კუთხე გაიხსნება. პროექტი ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაცია "დიალოგისა და განვითარების ფონდის" მხარდაჭერით ხორციელდება.
"დიალოგისა და განვითარების ფონდმა" ეროვნულ ბიბლიოთეკას უკვე გადასცა თანამედროვე და კლასიკური აზერბაიჯანული ლიტერატურის წიგნადი ფონდი.
ეროვნული ბიბლიოთეკა არასამთავრობო ორგანიზაცია "დიალოგისა და განვითარების ფონდთან" თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს, რომლის ფარგლებშიც შემოდგომაზე ბაქოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხეც გაიხსნება.
11 ივლისს 12:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია "დიალოგისა და განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი რამილა ალიევა "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ამ თემაზე პრესკონფერენციას ჩაატარებენ.