საფრანგეთში, კომუნე სელიეს ადგილობრივი მოსახლეობს ინიციატივიტთ, გაიხსნა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი კომიკოსის, ლუი დე ფიუნესის მუზეუმი, რომელიც მის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. მუზეუმი მსახიობის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გაიხსნა.
ცნობილი ფრანგი კომიკოსი ცხოვრობდა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის შატო დე კლერმონის მამულში, პატარა სოფლის, სელიეს მახლობლად . აქ მსახიობი უვლიდა საკუთარ ბაღს, ასევე ხშირად დადიოდა სათევზაოდ.
მუზეუმის ექსპოზიცია თანაბრად ეძღვნება კინომატოგრაფიაში ლუი დე ფიუნესის შემოქმედებასა და კარიერას, ასევე მამულში გატარებულ ყოველდღიურ ცხოვრებას.
მცირე კინოდარბაზში, რომელიც მუზეუმის საკუთრებაა, დამთვალიერებელს შეეძლება გაეცნოს მსახიობის ინტერვიუებს,ხოლო ყოველ ორ თვეში გაიმართება კომოკოსის საკულტო ფილმების კინოჩვენება.
ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მუზეუმში არის შესაძლებლობა არა მარტო გაეცნოთ მსახიობისადმი მიძღვნილ ექსპოზიციას და კომიკოსის ნაკლებად ცნობილ ცხოვრებისეულ ფაქტებს, არამედ გაიაროთ მსახიობის სეირნობისათვის საყვარელ ადგილებში.