დღეს, 7 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე წინასწარმეტყველის შობის დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.
სახარების თანახმად, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მშობლები მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი იყვნენ. იოანე მათ სიბერის ასაკში შეეძინათ. იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულებისას წმინდა ანგელოზმა ამცნო მღვდელმთავარ ზაქარიას, რომ მას ვაჟი შეეძინებოდა და უწოდებდა იოანეს.
ყრმა იოანე უდაბნოში იზრდებოდა. იესო ქრისტეს გამოჩენამდე, იგი ხალხს სინანულისკენ მოუწოდებდა და მათ იორდანეს წყალში ნათლავდა. წმინდა ნათლისმცემელმა იცნო მისკენ მიმავალი უფალი, რომელმაც ნათელიღო მისგან.
უზნეო საქციელის გამო უფლის წინამორბედი ებრაელთა მეფე ჰეროდესაც ამხელდა. წმინდა ნათლისმცემელს თავი ჰეროდეს ბრძანებით მოკვეთეს.