დღეს, 6 ივლისს ქუთაისში სამეფო უბნის პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ,,ქართული ცეკვების საღამო" გაიმართება. ღონისძიება 8 საათს გასტანს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ქართული ცეკვების მასტერკლასი, ქართული ფოლკლორული ინსტრუმენტალური ანსამბლის ცოცხალი შესრულება, პროფესიონალი შემსრულებლების საცეკვაო პროგრამა და მოყვარულთა ქართული ცეკვის კონკურსი.
,,ქართული ცეკვების საღამო" ქუთაისის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაციისა და ასევე, ქართული კულტურისა და ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით იმართება. აღნიშნული შემდგომში ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებასა და ტურისტული ნაკადის ზრდას.