თავდაცვის სამინისტროს კლუბში „შეიარაღებული ძალების მეგობართა საზოგადოების" მხარდაჭერით დოკუმენტური ფილმის "ნეტავ იქ თეატრი არის?!" ჩვენება გაიმართა. კინოჩვენება თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ კინოცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პირველი ერთობლივი პროექტია. ფილმის ჩვენებას რეჟისორ ნანა ჯანელიძესა და მსახიობ კახი კავასაძესთან ერთად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო.
„ეს მემორანდუმი გაფორმდა ჯარის მეგობართა საზოგადოების შექმნის შემდეგ. ამ ინიციატივის ფარგლებში კინოჩვენებები განხორციელდება შეიარაღებული ძალების სახვადასხვა ქვედანაყოფებში. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ ინიციატივით, ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ჯარი ყოველდღიურად ქართული კულტურის, ხელოვნების თანამოზიარე ხდება. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ - ეს არის ჯარის და საზოგადოების ერთსულოვნების დამადასტურებელი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ეროვნულ კინო ცენტრს." - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. კინოჩვენებას ასევე დაესწრნენ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ფილმების ჩვენება მომავალშიც გაგრძელდება და შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფებში მოეწყობა. ნანა ჯანელიძის დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი კახი კავსაძის ოჯახის ისტორიას ასახავს და მასში მთავარ როლს თავად კახი კავსაძე ასრულებს. ფილმი არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე.