ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები დააჯილდოვეს.
სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებმა ნატოსა და ევროკავშირის თემატიკაზე შექმნილ პლაკატებისა და ანიმაციების კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.
დღეს გამოვლინდა გამარჯვებული ნამუშევრები, რომელთა საშუალებით 2014 წლის კალენდრის გამოცემა იგეგმება. გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ წამახალისებელი პრიზები და სერტიფიკატები.
ხაზგასასმელია, რომ ეს იყო ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და სამხატვრო აკადემიის თანამშრომლობის პირველი წარმატებული ნაბიჯი. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ერთობლივ პროექტების განხორციელების მიზნით, გააგრძელებს თანამშრომლობას სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან.