სამორინე „შანგრი ლა" ატარებს მეორე ტურნირს სლოტ-აპარატებზე თამაშის მოყვარულთათვის. ტურნირი ორგანიზებული იქნება სამორინე „შანგრი ლა"-ს მოთამაშეთა შორის. პრიზებისათვის ბრძოლაში ტრადიციულად მონაწილეობას მიიღებენ სოციალური ქსელის Facebook მომხმარებლები. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი შეადგენს 10000 ლარს.
სლოტ ტურნირში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა ითამაშონ სამორინე „შანგრი ლა"-ს სლოტ-ბარათის მეშვეობით სათამაშო აპარატებზე, ელექტრონული რულეტის გარდა, 1 ივლისიდან 26 ივლისამდე. თითოეულ მოგებულ ან წაგებულ 50 ლარზე ერთი სათამაშო დღის განმავლობაში დაირიცხება 1 ქულა, დამატებითი ქულა დაირიცხება თამაშის ყოველ ერთ საათზე. ანუ ქულების საერთო ჯამი დამოკიდებულია თამაშის მოცულობასა და ხანგრძლივობაზე. ოცდათხუთმეტი მოთამაშე, რომლებიც 26 ივლისამდე დააგროვებენ ყველაზე მეტ ქულას, გახდებიან ტურნირის მონაწილენი.
ვირტუალური თამაშების მოყვარულებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ტურნირში სპეციალური დანართის მეშვეობით, რომელიც განთავსებულია სამორინე „შანგრი ლა"-ს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე: (https://www.facebook.com/casinoshangrilatbilisiofficial ). მათთვის სამორინემ განათავსა ყველაზე პოპულარული რეტრო-თამაში „ხილის კოქტეილი". სოციალური ქსელის მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ ითამაშონ ვირტუალურ ქულებზე, ამასთან, თამაშის მონაწილეობის მისაღებად მეგობრების მიწვევა შესაძლებლობას აძლევს მათ მიიღონ დამატებითი ქულები. ხუთ მოთამაშეს, რომლებიც 1 ივლისიდან 26 ივლისამდე დააგროვებენ ყველაზე მეტ ქულას, ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ტურნირში.
ტურნირი გაიმართება 28 ივლისს სამორინე „შანგრი ლა"-ს სლოტ-დარბასში. სულ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 40 ადამიანი: 35 სამორინე „შანგრი ლა"-ს მოთამაშე და 5 Facebook-ის მომხმარებელი. ტურნირი შედგება ხუთი რაუნდისაგან, თითო რაუნდში მონაწილეობას მიიღებს რვა მოთამაშე. თითოეული რაუნდის გამარჯვებული გავა ფინალში, რომელშიც უკვე გარანტირებულია ფულადი პრიზები: პირველი ადგილი - 5000 ლარი, მეორე ადგილი - 2000 ლარი და 1000 ლარი მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილისათვის.
ტურნირში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან 19 წელს მიღწეული პირები.