ჯაბა სამუშია, გულიკო ზუმბაძე, ირაკლი შიხიაშვილი, გიორგი ტყემალაძე და გიორგი მუსხელიშვილი-ჩამოთვლილიდან ყველა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილება. კანდიდატები თბილისის საკრებულოს დღევანდელ ინტერფრაქციულ სხდომაზე დაასახელეს.
"ჩვენ უმრავლესობის ფორმირების პროცესი განვიხილეთ. კოლეგები სხვადასხვა კანდიდატურებზე საუბრობენ. მეც დამასახელეს, თუმცა ეს უკვე შემდეგი პროცესია, როცა უმრავლესობა შეიკრიბება და ეს თემა დღის წესრიგში დადგება, შემდეგ დაიწყება კანდიდატზე მსჯელობა", - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-თბილისელების" თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ.