ქუთაისში, ფოთსა და ანაკლიაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ რეგონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ქუთაისში წყალმომარაგების კომპანიაში განაცხადა. მისი თქმით აზიის განვითარების ფონდმა 60 მილიონი ლარი გამოყო, რაც ამ ქალაქების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობასა და რეაბილიტაციას მოხმარდება.
„მაშტაბური პროექტს ვიწყებთ აზიის განვითარების პროექტის დახმარებით, პროექტის დაწყებიდან აღნიშნულ სამუშაოებში 300 ადამიანი დასაქმდება, ეს არის ხალხზე მორგებული პროექტი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.