დღეს, 4 ივლისს, ამერიკის შერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში (პენსილვანია) მეორე კონტინენტურმა კონგრესმა ერთხმად მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია - ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანული კოლონიები დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ.
დეკლარაციის მიღების (მაგრამ არა ხელმოწერის) დღე 4 ივლისი აშშ-ში დამოუკიდებლობის დღედ ითვლება.
დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კოლონიები "ამერიკის შეერთებულ შტატებად" მოიხსენიება.
გუშინ, 3 ივლისს, საქართველოში აშშ-ის საელჩომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიღება გამართა.