ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამმედ მურსიმ ოპოზიციის მიერ მისთვის წამოყენებული ულტიმატუმი არ მიიღო. მურსის მიერ საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ულტიმატუმები კიდევ უფრო გაართულებენ მდგომარეობას ქვეყანაში.
შეახსენებთ, რომ ივნისის დასაწყისიდან ეგვიტეში პრეზიდენტ-ისლამისტის გადაყენების მოთხოვნით მასობრივი აქციები დაიწყო. გუშინ მურსის ულტიმატუმი წაუყენეს. მას გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობით დაემუქრნენ. ულტიმატუმის ვადა დღეს საღამოს იწურება.