იაკუტიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. ბორტზე სულ 28 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 11 ბავშვი, რომლებიც დაღუპულთა შორისაც არიან. მათი ასაკი 12 წელს არ აღემატებოდა.
საავიაციო კომიტეტის განცხადებით, ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. ხომალდი მთლიანად დაიწვა. ცნობილია მხოლო ის, რომ ვერტმფრენის ეკიპაჟმა აეროპორტიდან 45 კმ-ს დაშორებით ავარიული დაშვება სცადა და აფეთქდა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.