ამერიკის შეერთებული შტატები სხვა ქვეყნების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში ვერაფერს ხედავს უჩვეულოს. ასეთი განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ბრუნეაში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიების საპასუხოდ გააკეთა.
„მე ვერ ვისაუბრებ დეტალებზე და აღნიშნული დოკუმენტების შინაარსზე, რადგან მათი გამოქვეყნების დროს საზღვარგარეთ ვიმყოფებოდი, მაგრამ, ზოგადად სხვა ქვეყნებზე ინფორმაციის შეგროვებაში არაფერია განსაკუთრებული", - აღნიშნა ჯონ კერიმ.
შეგახსენებთ, რომ სკანდალი ევროპაში მას შემდეგ აგორდა, რაც პოპულარულმა გერმანულმა გამოცემა „შპიგელმა" გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური სამსახურის გაქცეული თანამშრომლის ედუარდ სნოუდენის მიერ წარმოდგენილ ახალ დოკუმენტებზე. ერთ-ერთი ასეთიდოკუმენტის თანახმად, ამერიკის სადაზვერვო სამსახურმა სათვალთვალო მოწყობილობები დაამონტაჟა ვაშინგტონსა და გაეროში ევროკავშირი სწარმომადგენლობების ოფისებში. აღნიშნული დოკუმენტების თანახმად, ამერიკის სპეციალური სამსახურები აწარმოებდნენ ევროპელი პოლიტიკოსების ელექტრონული მიმოწერის თვალთვალს.
მასალის გამოყენების პირობები