ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების გაქცეული თანამშრომელი ედუარდ სნოუდენი პოლიტიკურ თავშესაფარს რუსეთის ფედერაციას სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. თავშესაფრის თხოვნის შესახებ განცხადება საკონსულო პუნტქში სკანდალური პორტალის „Wikileaks" წარმომადგენელმა სარა ჰარისონმა წარადგინა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ედუარდ სნოუდენი არ არის რუსეთის აგენტი და რუსეთის სპეცსამსახურებს მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ და არც ახლა აქვთ. მან სნოუდენს უფლებადამცველი უწოდა და აღნიშნა, რომ მან უნდა აირჩიოს ქვეყანა, სადაც თავის მოღვაწეობას გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს ედუარდ სნოუდენს, რომელმაც ამერიკის სადაზვერვო სამსახურის საქმიანობის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია გაავრცელა, სახელმწიფო ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით, სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა. ედუარდ სნოუდენი ამ დრომდე რჩება მოსკოვის „შერემეტევოს" აეროპორტის სატრანზიტო ფრენის ზონაში და ელოდება თავშესაფარს. ოფიციალური ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვს სნოუდენის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუყოვნებლივ ექსტრადირებას.
მასალის გამოყენების პირობები