ალჟირში რუსი დიპლომატი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ აფრიკულ ქვეყანაში მდებარე რუსეთის საელჩო ავრცელებს. გარდაცვლილი დიპლომატი რუსეთის გენერალური საკონსულოს თანამშრომელი იყო.
დიპლომატების თქმით, 38 წლის კონსულ-მრჩეველი პიოტრ პოპოვი დაივინგში ვარჯიშის დროს დაიხრჩო. დიპლომატი ქალაქის ერთ ერთ პლაჟზე ყვინთავდა. მისი ცხედარი რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები