ქაიროში დემონსტრანტებმა „ძმებ მუსულმანების" ოფისი დაწვეს. ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები შენობაში შეიჭრნენ, დაარბიეს ის და ამის შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი შენობაში შეიჭრნენ, ავიჯი დაამტვრიეს, გაანადგურეს იქაურობა და ბოლოს ცეცხლი წაუკიდეს.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ ეგვიპტის პრეზიდენტს ულტიმატუმი ხვალ საღამომდე წაუყენა და გადადგომა მოსთხოვა.
მასალის გამოყენების პირობები