ეგვიპტის პრეზიდენტს მუჰამმედ მურსის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ულტიმატუმი წაუყენეს და მას ნებაყოფლობით გადადგომა ხვალ საღამომდე მოსთხოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
საპროტესტო აქციებს მურსის წინააღმდეგ სამოქალაქო მოძრაობა „თამმარუდი" (აჯანყება) მეთაურობს.
„მუჰამმედ მუსის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დასაწერად და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დასანიშნად დროს სამშაბათის 17:00 საათამდე ვაძლევთ", _ ნათქვამია მოძრაობის ინტერნეტგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში იოიზიციონერები სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის დაწყებას აპირებენ.
აღსანიშნავია, რომ საპტორესტო გამოსვლებს ეგვიპტეში თან მსხვერპლიც სდევს. მხოლოდ გასულ ღამეს შეტაკებებში სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები