ბათუმის ბიუჯეტი 1.468.500 ლარით გაიზარდა, აქედან 977 000 ათასი ლარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტრანსფერი იყო, რომელიც გაზაფხულზე მომხდარი სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებებს მოხმარდება, ხოლო 491 000 ლარი ბიუჯეტს სხვა შემოსულობებისგან დაემატა და იგი მერიის სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამებზე გადანაწილდა. აღნიშნული ცვლილების თანახმად ბათუმის ბიუჯეტმა 101.464.000 ლარი შეადგინა.