ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი რუსთაველის თეატრში კულტურულ ღონისძიებას ესწრება. ღონისძიებას ასევე ესწრებიან ნატოს წევრი 28 ქვეყნის ელჩები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
კულტურული ღონისძიების დასრულების შემდეგ ნატოს გენმდივანი ,,სუხიშვილების" ხელმძღვანელებს შეხვდება.
,,როგორც გავიგე რასმუსენის მეუღლე ყოფილი მოცეკვავეა და მან პირადად გამოთქვა სურვილი ჩემთან და ილიკოსთან შეხვედრის", _განაცხადა ჟურნალისტებთან ნინო სუხიშვილმა და აღნიშნა, რომ ანსამბლი 40-წუთიან პროგრამას წარმოადგენს.