თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო თურქეთში სასტუმროები ზარალდებიან. უცხოური მედია წერს, რომ აქციების დაწყებიდან დღემდე ტურისტებმა 216 ათასი ჯავშანი გააუქმეს. 31 მაისს დაწყებულმა საპროტესტო გამოსვლებმა ტურისტები აიძულეს რომ ჯავშანი გაეუქმებინათ და დასვენებისთვის სხვა გზები და მიმართულებები გამოეძებნათ.