დღეს, 26 ივნისს, 19:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი-BATUMI MusicFest ფარგლებში ფრანგი პიანისტის ჟოფრუა კუტო სოლო კონცერტი-„საფორტეპიანო მუსიკის საღამო" გაიმართება.
პროგრამაშია: იოჰან ბრამსი- პიესაფორტეპიანოსთვის№118 №119; შარლ ვალანტენ ალკანი - 30 საგალობელიპიესათხზ. 65, №6; ფრედერიკ შოპენი- პოლონეზითხზ. 26, №1 დოდიეზმინორი; სამიეტიუდიფორტეპიანოსთვისლაბემოლმაჟორითხზ.25, №1; დოდიეზმინორითხზ.25 №7; დომინორითხზ. 10 №12 .
კონცერტი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პატრონაჟით გაიმართება.
კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი-BATUMI MusicFest დამფუძნებლები და ორგანიზატორები: ელისო ბოლქვაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი.