ვანკუვერში მიდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ სრიალში, ქართველი სპორტსმენი ელენე გედევანიშვილი მე-14 ადგილზე გავიდა. ამის შესახებ "ევროსპორტი" იუწყება.
დღეს, გამთენიისას დსრულებულ თავისუფალ პროგრამაში გედევანიშვილმა 93.32 ქულა აიღო. ქართველმა სპორტსმენმა ბიზეს "კარმენის" მუსიკის თანხლებით იცეკვა. ოლიმპიადაზე ორი გამოსვლის (პირველი, მოკლე პროგრამა, 61.92) შემდეგ გედევანიშვილმა 155.24 ქულა დააგროვა, რაც მე-14 ადგილის შესაბამისი აღმოჩნდა.
შეჯიბრის გუშინდელი ეტაპიც აზიელი სპორტსმენების დომინანტობით წარიმართა, ოქროს მედალი სამხრეთ კორეელმა, იუ ნა კიმმა აიღო, ვერცხლის - იაპონელმა მაო აშადამ, ხოლო ბრინჯაო - კანადელამ ჯოან როშემ.