რეიტინგი Doing Business, რომელსაც ყოველწლიურად მსოფლიო ბანკი ადგენს, ექსპერტთა შეფასებით შესაძლოა გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით არაობიექტური იყოს და ამიტომ ისინი ამ რეიტინგის შედგენის შეწყვეტის რეკომენდაციას იძლევიან.
მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელის ჯიმ ენ კუმას ინიციატივით, დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია შეიქმნა.
„კომისია მიიჩნევს, რომ ბანკმა რეიტინგების წარმოება უნდა შეწყვიტოს" -ნათქვამია მოხსენებაში. ალტერნატივის სახით კი განიხილება ქულების შეკრების სისტემის დანერგვა, ცალკეული კრიტერიუმების შეჯამების შემდგომ.
„უნდა გვახსოვდეს, რომ რეიტინგი - ეს არის სუფთად ინფორმაციული პროექტია რომელიც არ უნდა იყოს წინასწარ განმსაზღვრელი პოლიტიკისა, ისე როგორც ეს ახლა გარკვეულწილად ხდება"- მიიჩნევენ ექსპერტები.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რეიტინგის შეფასების სისტემის შეწყვეტას, ან მის ცვლილებას ჩინეთი მოითხოვს, რომელსაც მიაჩნია, რომ მსოფლიო ბანკმა მისი წევრი ქვეყნების რეიტინგები არ უნდა დათვალოს.
შეგახსენებთ, რომ ანგარიში - D Doing Business 185 ქვეყანას მოიცავს