თამარ გვერდწითელი და თბილისის ბიგ ბენდი ქუთაისელი მსმენელის წინაშე წარდგებიან. 2013 წლის განმავლობაში ორგანიზაცია „Art Transfer"-ი, საქართველოს სამ ქალაქში აწყობს მუსიკის ფესტივალს პროექტის "EU Cultural Factory" ფარგლებში ევროკავშირის ეგიდითა და დაფინანსებით.
მუსიკალური ფესტივალი გაიხსნება 26 ივნისს, 19 საათზე ევროპული და ქართული კინომუსიკის კონცერტით ქუთაისში, ლ. მესხიშვილის სახ. დრამატულ თეატრში. კონცერტში მონაწილეობენ თამარ გვერდწითელი და მისი ბენდი, თბილისის ბიგ ბენდი და სხვადასხვა ცნობილი ქართველი მომღერალი.
ფესტივალის მეორე და მესამე ეტაპი გაწერილია აგვისტოსა და დეკემბერზე, ქალაქ ბათუმსა და თბილისში. შავი ზღვის სანაპიროზე გაიმართება ნიკა მაჩაიძის მუსიკალური საღამო, ხოლო ფესტივალის დასკვნით კონცერტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს - ადრეული კლასიკის, ბაროკოს მუსიკა. მონაწილეობენ: კამერული ორკესტრი „ჯორჯიან სინფონიეტა" და სოლისტები ელისაბეთ უოლფიში (დიდი ბრიტანეთი), ეტიენ გალეტიე (საფრანგეთი).