მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად, არაბული ავიაკომპანია Emirates აღიარეს. ხოლო რაც შეეხება . Qatar Airways, რომელის წლების განმავლობაში ლიდერ პოზიციაზე იყო ამჯერად მეორე ადგილის მფლობელი გახდა. მესამე ადგილზე ავიაკომპანია Singapore Airlines მოხვდა, ხოლო მეოთხეზე იაპონური ANA All Nippon Airways.
ტოპ-10-ში ასევე მოხვდნენ Cathay Pacific Airways (ჰონკონგი), Etihad Airways (არაბეთის გაერთიანებული საემიროები), Garuda (ინდონეზია), Turkish Airlines (თურქეთი) და Qantas Airways (ავსტრალია). რაც შეეხება ევროპულ ავიაკომპანიას საუკეთესოთ Lufthansa აღიარეს, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში 11-ე ადგილი უკავია.