უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2013 წლის იანვარ-მაისში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 323 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 284 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 10 პროცენტი იყო. მესამე ადგილზეა ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 135 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).
აღსანიშნავია, რომ „საქსტატის" ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანი-ზებული ვაჭრობის გარეშე) 3881 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1001 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2880 მლნ. აშშ დოლარს (7 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-მაისში 1878 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.