„ვისოლ ჯგუფი" და მისი შვილობილი კომპანია „სმარტი" ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნისა" და „წიგნის მეგობრების" კლუბის ორგანიზებულ ღონისძიებას შეუერთდა და წიგნის კითხვის დღე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ლიტერატურული კონკურსით აღნიშნა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინიციატივით ყოველი შაბათი წიგნის დღედ გამოცხადდა.
ღონისძიებას, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ შემოქმედსა და კლასიკოს მწერალ გურამ დოჩანაშვილს მიეძღვნა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაესწრო.
„ვისოლ ჯგუფისა და სუპერმარკეტი „სმარტისთვის" უდიდესი პატივია იყოს მხარდამჭერი უწმინდესის ინიციატივისა, რომელიც მიზნად წიგნის კითხვის პოპულარიზაციას ისახავს. ჩვენ მხარდამჭერები ვიქნებით არა მხოლოდ დღევანდელი ღონისძიებისა, არამედ რამდენიმე სხვა ღონისძიების, რომელიც ამავე ინიციატივის ფარგლებში იგეგმება", - განაცხადა „ვისოლ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა რუსუდან კბილაშვილმა.
ღონისძიების მხარდამჭერია წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი".