მარჯანიშვილის თეატრის წინ რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავი გაიხსნება. როგორც მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განაცხადა, ლორთქიფანიძის ვარსკვლავის გახსნა აქამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარების გაუარესების გამო გადაიდო.
"ეს ადამიანი ამას ნამდვილად იმსახურებდა. ამაზე ყველა შეთანხმებული ვიყავით, თუმცა სამწუხაროდ, მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ მოგვცა საშუალება, თავად ბატონი გიგა დასწრებოდა ამ ვარსკვლავის გახსნას. ამიტომ მისი გარდაცვალებისდან სწორედ მე-9 დღეს გაიხსნება ვარსკვლავი", - აღნიშნა მამუკა ქაცარავამ.
შეგახსენებთ, რომ რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორი 18 18 ივნისს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.