„საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" დღეიდან ახალ შენობაში გადადის. იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო ირაკლი აბაშიძის ქ. №68-ში განთავსდება. შენობა სპეციალურად „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესათვის" გარემონტდა, განახლდა საოფისე ინვენტარიც.
ახალ ოფისს დღეს, 21 ივნისს, 15:00 საათზე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" დირექტორი ჯონი კვინიკაძე გახსნიან.
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" 1998 წლის პირველი ოქტომბრიდან არსებობს. მიუხედავად ფუნქციონირების 14-წლიანი ისტორიისა, გამოცემა ხან - იუსტიციის სამინისტროს, ხან კი მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობებში იყო განთავსებული. საკუთარი ოფისი მას მხოლოდ დღეიდან ექნება.