2014 წლის საქართველოს საყოველთაო აღწერის პირველი ეტაპი იწყება. ამ თემაზე დღეს, 21 ივნისს, 11 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართება მინისტრ დავით ნარმანიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის ზაზა ჭელიძის ერთობლივი პრესკონფერენცია.
პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება დეტალური ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რას მოიცავს აღწერის პირველი ეტაპი და სად განხორციელდება იგი.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 2 აპრილს საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ პირველ სხდომაზე საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. კომისიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის აღწერა უნდა ჩატარდეს 2014 წლის 5-19 ნოემბერს. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საქსტატი.