თბილისში, გერგეთის ქუჩაზე ბიზნესმენთა ფედერაციის ყოფილ ოფისთან ვანო ჩხარტიშვილის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მელორ ვაჩნაძემ აცნობა, დღევანდელი აქცია 14:00 საათზე დაიწყება.
"ეს ადამიანი გამდიდრდა ქართველი ხალხის ანაბრების მიტაცებისა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ძარცვის ხარჯზე. ჩხარტიშვილი არის მოროდიორი, რომელიც ცდილობს ქართველი ხალხის ხარჯზე დაგროვებული ქონება გაიტანოს საქართველოდან ჯონ გრიფინის სახელით. ამის საშუალება არ მივცეთ მძარცველ, კორუმპირებულ ვანო ჩხარტიშვილს - ჯონ გრიფინს. ის უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და ძარცვით დაგროვებული ქონება დაუბრუნდეს როგორც მოტყუებულ მეანაბრეებს, ასევე პატარკაციშვილის ოჯახს. მოროდიორების ადგილი ციხეშია!", - აღნიშნულია მელორ ვაჩნაძის განცხადებაში.
იგი ყველა დაზარალებულ მეანაბრეს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.