საქართველოში უახლოესი ოთხი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის ხელმძღვანლმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი.
,,საქართველოს მასშტაბით წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება და ტემპერატურაც შედარებით დაიწევს. დასავლეთ საქართველოში ჰაერი 25-27 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 29 გრადუსამდე შენარჩუნდება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სვეტა ნიორაძემ და აღნიშნა, რომ არამდგრადი ამინდი საქართველოში 23 ივნისამდე შენარჩუნდება.