18-21 ივლისს, ბათუმში "შავი ზღვის ფესტივალი" გაიმართება. ფესტივალს ჯაზის ლეგენდა, 8 გრემის მფლობელი ელ ჯერო გახსნის. ასევე მონაწილეობას მიიღებენ: მაიკ სტერნი, კარმენ სოუზა და ჯოს ჯაიმსი. კონცერტები, ტრადიციულად, ბათუმის კორტებზე გაიმართება.
18-დან 20 ივლისამდე სამი დღის განმავლობაში, კლუბ TAKE FIVE - ში, კონცერტების დასრულების შემდეგ, საღამოს გააგრძელებს BIG JOHN & Vienna Soul Socity.
21 ივლისს კი, ფესტივალს La Rochelle Band-ი დახურავს.
ძირითადი ღონისძიებები შარშანდელის მსგავსად ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე გაიმართება.
"შავი ზღვის ჯაზფესტივალი" ზღვისპირა ქალაქში წელს მეშვიდედ გაიმართება.
Black sea Jazz Festival-ზე დასასწრები კონცერტების ბილეთების ფასი 50-დან 100 ლარამდეა.