,,მიკაილ კადიევის ექსტრადაციასთან დაკავშირებით საგარეო უწყებას ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღია", _განაცხადა ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.
მისივე განცხადებით, კადიევის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პროკურატურა მიიღებს.
,, ეს არის სამართლებრივი თემა და თუკი იქნება მსგავსი მომართვა იგი პროკურატურას გადაეგზავნება. ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებია არ გვაქვს, მაგრამ შვეიცარიის საელჩო იცავს საქართველოს ინტერესების მოსკოვში და სწორედ შვეიცარიის საელჩოს საშუალებით მოხდება ამგვარ მიმოწერაზე რეაგირება. ეს არის სამართლებრივი თემა და იგი განხილული იქნება სამართლებრივ კონტექსტში საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ", _განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებას მიკაელ კადიევის ექსტრადირების მოთხოვნას გაუგზავნის. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
"რუსეთის გენპროკურატურა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში დაკავებული დაღესტნელი მიკაელ კადიევის ექსტრადირების მოთხოვნას გაუგზავნის. თუმცა, სავარაუდოდ სამშობლოში კადიევი მას შემდეგ მოხვდება, რაც თბილისში მოიხდის სასჯელს. ამ ეტაპზე მას ბრალი ედება იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შენახვისთვის, თუმცა ტერაქტის მოწყობისთვის დააკავეს", - წერს "კომერსანტი".