ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, სსიპ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის თანახმად, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრი იღებს ვალდებულებას, მოამზადოს დევნილი მოზარდებისთვის სასკოლო პროგრამისა და მათი ასაკის შესაბამისი სპექტაკლები; ხელი შეუწყოს მოზარდების გენერალურ რეპეტიციებზე დასწრებას; უზრუნველყოს რეგიონეში დევნილებისთვის უფასო სპექტაკლების ჩატარება კონკრეტულ შემთხვევებში.
სამინისტროს მხრიდან მემორანდუმ ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ გოგი ფაცაციამ მოაწერა. მისი თქმით, მსგავსი მემორანდუმები ხელს შეუწყობს დევნილი მოზარდების კულტურულ ცხოვრებაში ჩართვას და მეტად გააქტიურებას. დევნილებს შეეძლებათ, უფასოდ დაესწრონ როგორც სპექტაკლებს, ისე რეპეტიციებს.