16 ივნისს, 14 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, ასოციაცია „ალიანსი ჯანდაცვის განვითარებისათვის" ინიციატივით, ჯანდაცვის სისტემის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, მრგვალი მაგიდა გაიმართება. შეხვედრაზე განხილული იქნება: წინადადებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარების და სრულყოფის შესახებ (თბილისის წამყვანი კლინიკების ექიმები) და ასევე სამედიცინო განათლება, როგორც ჯანდაცვის რეფორმის საფუძველი - პრობლემები, სტანდარტები, ცვლილებების სტრატეგია (პროფესორი ალექსანდრე თელია)
„ალიანსი ჯანდაცვის განვითარებისათვის" მედიკოსთა ჯგუფის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის ძირითად მისიას წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებული საჭირბოროტო საკითხების განხილვა დისკუსიის ფორმატში, სიტუაციური ანალიზი, საექსპერტო შეფასებები, კვლევების წარმოება და მათი გაზიარება შესაბამის უწყებებთან;
მედიკოსთა წარმომადგენლობით შეკრებაში დარგის წამყვანი სპეციალისტების გარდა (ალექსანდრე თელია, მერაბ კილაძე, ბორის კორსანტია, ვლადიმერ გონჯილაშვილი, დავით გაგუა, გია თომაძე, ქეთევან მაჭავარიანი, მამა ადამი და სხვა) მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო კომიტეტებისა და მთავრობის წევრები - დიმიტრი ხუნდაძე, ივანე კიღურაძე, კობა დავითაშვილი, გიორგი ხეჩინაშვილი, დავით ზურაბიშვილი, ალუდა გოგლიჩიძე, მარიამ ჯაში, დამოუკიდებელი ექსპერტი მარინა ბერაძე და სხვები.