თბილისის ქალთა კოლონიაში სამმა პატიმარმა ქალმა ვენები გადაიჭრა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ადვოკატმა სალომე აბულაძემ მიაწოდა. ადვოკატის განმარტებით, პატიმრება აღნიშნული ქმედება ციხის ადმინისტრაციისადმი პროტესტის ნიშნად განახორციელეს.
ადვოკატის განმარტებით, ქალბატონები სამი დღის განმავლობაში უკანონოდ იყვნენ იზოლირებულნი, ისე რომ მათთვის განმარტება არავის გაუკეთებია. შესაბამისად პროტესტის ნიშნად ქალებმა ვენები გადაიჭრეს.
ციხის ადმინისტრაციის განმარტებით ერთ-ერთმა პატიმარმა მისი კამერის მოპირდაპირედ საკანში მყოფი მამაკაცის გადაყვანა გააპროტესტა, ხოლო ორმა პატიმარმა კი ვენები სოლიდარობის ნიშნად გადაიჭრა.
აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.