წუხელ რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი გარდაიცვალა. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს უფროსიუფროსმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა, ავარია ღამის 3 საათზე მოხდა, შედეგად კი გარდაცვლია ფეხით მოსიარულე ქალბატონი, ხოლო მოტოციკლისტი საავადმყოფოშია მოთავსებული.
„მოტოციკლისტი დაეჯახა ქვეითად მოსიარულეს, რის შედეგადაც ქალბატონი გარდაიცვალა. ხოლო მძღოლი სხვადასხვა დაზიანებებით სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრშია გადაყვანილი.აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს „სისხლის სამართლის კოდექსის" 276 მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია"- განაცხადა ნინო გიორგობიანმა. გიორგობიანის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.