,,უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებების გაპროტესტების მიზნით სტუდენტებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. Aამ დროისთვის ცოცხალი ჯაჭვი ილიას უნივერსიტეტიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტამდეა გაკეთებული. როგორც სტუდენტები განმარტავენ მათთვის დაგეგმილი ცვლილებები მიუღებელია, რადგან ამით უმაღლესი სასწავლების ავტონომია იზღუდება.
შეგახსენებთ, რომ ცვლილებების თანახმად, უნივერსიტეტის რექტორს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.