დღეს, 14 ივნისს 16:30 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი და მეორე კორპუსების რესტავრაცია-რეკონსტრუქციის პროექტის 3D ვერსიის პრეზენტაცია.
პრეზენტაცია იმართება საქართველოში იტალიის საელჩოს ინიციატივით. მას დაესწრებიან იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი, კულტურის ატაშე როზალია კორადო, ფონდ "ქართუს" წარმომადგენელი ქეთევან ქორქია, იტალიაში საქართველოს კონსული ვახტანგ ანდღულაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
პროექტს წარადგენს არქიტექტორი ზაზა იაშვილი.
რესტავრაცია-რეკონსტრუქციის პროექტის 3D ვერსიის პრეზენტაციამდე სტუმრები ეროვნული ბიბლიოთეკის სარესტავრაციო კორპუსებს დაათვალიერებენ.