16 ივნისს, 17:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში ამერიკელი მხატვრის მიხაელ სენტ ამანდის პერსონალური გამოფენა "ადამიანის მდგომარეობა: მითები და რეალობა" გაიხსნება.
გამოფენაზე შედგება მსოფლიო პრემიერა სენტ ამანდის ორი სერიის- "Mundata Sonada" და "Scribble", რომლებიც მხატვრის სხვა ნამუშევრებთან ერთად გამოიფინება.
ნამუშევრები შერეული ტექნიკით, მრავალშრიანი მეთოდით არის შესრულებული.
ამერიკელი მხატვრის ნამუშევრებს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. მის შემოქმედებას ქართული აუდიტორია იცნობს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში 2012 წელს ჩატარებული გამოფენიდან "Punctum Contra Punctum". მიხაელ სენტ ამანდის ტილოები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში .
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და "Art Contact Tbilisi".
თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა 30 ივნისამდე გაგრძელდება.