,,ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი ხმელიძე ე.წ. მოდულის შენობაში გვიან ღამემდე იკითხებოდა. როგორც დაკითხვის შემდეგ გიორგი ხმელიძემ განაცხადა სამართალდამცავების შეკითხვები მის გაზიარებულ სტატუსთან დაკავშირებით ჰქონდათ.
,,მოწმის სახით დამიბარეს, იმის გამო, რომ ,,ფესბუკზე" გავაზიარე სტატუსი, სადაც ეწერა, რომ ბერას სტუდიაში დამზადდა ეს კლიპი. კითხბები იყო ჩემს მიერ ხომ არ იყო ეს ინფორმაცია ჩემი დაწერილი და ვუთხარი, რომ ჩემი დაწერილი არ იყო და ვუთხარი, რომ მხოლოდ გავაზიარე", _განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ხმელიძემ.