დღეს, 12 ინვისს, 19:30 საათზე, თიბისი გალერეაში კლასიკური მუსიკის საქველმოქმედო საღამო გაიმართება, რომელიც ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა მხარდასაჭერად იმართება.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ჯულიარდის კოლეჯის სტიპენდიანტი,
ახალგაზრდა მევიოლინე მარიამ მაჩაიძე და მისი მეგობრები. შესრულდება ბახის, პაგანინის, ბრამსის, ჯოისისა და გარდნერის ნაწარმოებები.
საღამოს მიზანია ძუძუს კიბოს სკრინინგის აუცილებლობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა, ადრეული დიაგნოსტიკის პოპულარიზაცია, ძუძუს კიბოთი დაავადებულთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა
და „გამარჯვებულ ქალთა კლუბის" სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო თანხის მოზიდვა.
მასალის გამოყენების პირობები