"The Guardian"-ის მიმომხილველი ჯორჯ ჰიუიტი საქართველოს მთავრობის მიერ ოკუპირებული ტრეიტორიების მიმართ შემუშავებულ სტრატგიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიული კურსი მაჩვენებელია სახიფათო განხეთქილებაზე თეორიასა და პრაქტიკას შორის, ზუსტად ისევე როგორც 1936 წლის საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია სტალინის ტერორის ფონზე.
სტატიაში სახელწოდებით "საქართველოს ლამაზი, კეთილშობილი და უსარგებლო სტრატეგია" ჰიუიტი გამოთქვამს აზრს, რომ ამ სტრატეგიაში იგნორირებულია მთავარი პრობლემა: აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას სულაც არ სურს საქართველოს უნიტარულ სახელმწიფოში რეინტეგრაცია.
"მათი პრიორიტეტი _ დასავლეთთან პირდაპირი კონტაქტებია, ასევე თავისუფლება თავიანთი რესპუბლიებიდან თავისუფლად გასვლისა საკუთარი პასპორტებით. იმ შემთხვევაში თუკი დასავლეთი ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, მათი ნებელობა კიდევ უფრო შესუსტდება და ისინი კიდევ უფრო მჭიდრო კონტაქტების დამყარებას დაიწყებენ მოსკოვთან", _ აცხადებს ჰიუიტი თავის სტატიაში და იქვე აღნიშნავს, რომ საქართველო აცხადებს, რომ კონფლიქტების გადაწყვეტას ძალისმიერი მეთოდით არ აპრებენ, თუმცა "ამ შემთხვევაში უცნაურია, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავრობა უარს აცხადებს აფხაზურ და ოსურ მხარესთან ხელი მოაწეროს პაქტს თავდაუსხმელობის შესახებ".
"1992 წელს დასავლეთმა აფხაზებისა და ოსების თვითგამორკვევის უფლებები უგულვებელყო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მხარის დაჭერა ამჯობინა. ეს ნაბიჯი კი დიდი შეცდომა იყო. გახარებული საქართველო ორ კვირაში თავს დაესხა აფხაზეთს", _ ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ბოლოს ჰიუიტი აცხადებს, რომ საქართველო უნდა შეურიგდეს ისტორიის მსვლელობას და მოფიქრებულ რეინტეგრაციის სტრატეგიაზე უარი უნდა თქვას. "დასავლელმა მეგობრებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაარწმუნოს საქართველო აღიაროს დაკარგული ტერიტორიების დამოუკიდებლობა. ეს კი თავის მხრივ იმის საფუძველი იქნება, რომ დაიწყოს კავკასიის სტაბილურობის მიღწევისკენ მიმართული მოლაპარაკებები, რომლებშიც ყველაა დაინტერესებული", _ დარწმუნებულია ჯორჯ ჰიუიტი.